მანანა ნაჭყებია:-"პიარ-ბრძოლაში მიხეილ სააკაშვილმა გაიმარჯვა"

მანანა ნაჭყებია:-"პიარ-ბრძოლაში მიხეილ სააკაშვილმა გაიმარჯვა"

"ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერი მანანა ნაჭყებია მიიჩნევს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" როგორც პოლიტიკური ძალის შენარცუნება "ქართული ოცნების" დანაშაულია.
-"აალი მთავრობის მიერ ბრალის წაყენება მოხდა არა კონკრეტულად იმაზე, რაც დააშავეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა, არამედ რაღაც აბსურდულ ბრალდებებეზე. მე ვფიქრობ, რომ ამ პიარ-ბრძოლაში მიხეილ სააკაშვილმა გაიმარჯვა. ვის დავაბრალოთ? და საერთოდ, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ ფიგურად რომ შენარჩუნდა, "ნაციონალური მოძრაობა" შენარჩუნდა პოლიტიკურ ფიგურად, ერთმნიშვნელოვნად არის "ქართული ოცნების" ბრალი თუნდაც გაუცნობიერებლად. მე ნამდვილად არ მგონია, რომ რეალურად მათი სურვილი იყო ეს კოჰაბიტაცია, უბრალოდ ვფიქრობ, რომ "ქართულმა ოცნებამ" ვერ შექმნა რეალურად დღის წესრიგი, ვერ გახდა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ისეთი აქტუალური პოლიტიკური ძალა, რომელიც ჩაანაცვლებდა ნაციონალურ მოძრაობას და თვითონ იქნებოდა ისეთი აქტიური და აქტივობების გამტარებელი, რომელიც საზოგადოებას მთლიანად დაავიწყებდა "ნაციონალურ მოძრაობას".
მანანა ნაჭყებიას თქმით "ქართულ ოცნებას" ნამდვილად აქვს წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ, მაგრამ არ შესწევს უნარი თავად ამუშავოს დღის წესრიგი და და ნაკლებად აქტუალური გახადოს "ნაციონალური მოძრაბა".

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: