ეკა ბესელია: "დარჩენილია საბოლოო ეტაპი, როდესაც საერთაშორისო ძებნის გამოცხადება უნდა დასრულედეს"

ეკა ბესელია: "დარჩენილია საბოლოო ეტაპი, როდესაც საერთაშორისო ძებნის გამოცხადება უნდა დასრულედეს"

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის ეკა ბესელიამ  განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის დაწყებასთან დაკავშირებით საკმარისი სამართლებრივი საფუძველი არსებობს:

"რა თქმა უნდა, აღნიშნული პროცედურა გულისხმობს ქვეყნის გარეთ საერთაშორისო მექანიზმების ჩართვას. ბუნებრივია, სპეციფიური და განსაკუთრებული შემთხვევაა, როცა საქმე პრეზიდენტს და ამ შემთხვევაში ყოფილ პრეზიდენტს ეხება. ასეთ ვითარებაში საერთაშორისო ინსტრუმენტების ჩართვით საბოლოო გადაწყვეტილება გამოაქვს ძებნის გამომცხადებელ ორგანოს. საქართველოს მხარემ პროცედურები დაიწყო: მოხდა მიმართვა, დაპატიმრების ბრძანება ქვეყნის ტერიტორიაზე გამოჩენის შემთხვევაში გაცემულია, ბრალდება რამდენიმე ეპიზოდზე არის წარდგენილი. ახლა დარჩენილია ის საბოლოო ეტაპი, როდესაც საერთაშორისო ძებნის გამოცხადება უნდა დასრულედეს. ამ პროცესის საკმარისი საფუძველი არსებობს", - განაცხადა ბესელიამ. 


საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: