დავით სერგეენკო:"ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელია"

დავით სერგეენკო:"ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელია"

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს, ჟურნალისტებს "ექსპო-ჯორჯიას" მე-3 პავილიონში სამინისტროს ორწლიანი ანგარიშის დაწყებამდე განუცხადა, რომ მის პრემიერ-მინისტრად დანიშვნასთან დაკავშირებით კონსულტაციები არ მიმდინარეობს.

"ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი არის საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი, იმ მთავრობის, რომელიც არის ერთიანი, მოტივირებული და შედეგზე ორიენტირებული გუნდი. შესაბამისად, ამ მხრივ, არანაირი კონსულტაციები არ მიმდინარეობს და მთავრობა აგრძელებს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით მუშაობას", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: