თეა წულუკიანი: "კოტე კუბლაშვილის საქმიანობა კრახით დაასრულა"

თეა წულუკიანი: "კოტე კუბლაშვილის საქმიანობა კრახით დაასრულა"

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კოტე კუბლაშვილის საქმიანობის შეფასებისას განაცხადა, რომ კუბლაშვილმა საქმიანობა წარუმატებლად და კრახით დაასრულა.

"კოტე კუბლაშვილის საქმიანობას შთამომავლობა შეაფასებს. ასე შეაფასა უკვე სტრასბურგის სასამართლომ და თქვა, რომ მოსამართლეებმა პირი შეკრეს სააკაშვილთან და ადეიშვილთან, რათა სიმართლე არ დადგენილიყო იმ საქმეებზე, რასაც ჰქვია გირგვლიანის საქმე", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 რაც შეეხება მომავალ კანდიდატს, წულუკიანს იმედი აქვს, რომ პრეზიდენტი მის მოწოდებას გამოეხმაურება და დაიწყებს მთავრობასთან, საპარლამენტო უმრავლესობასთან და ოპოზიციასთან კონსულტაციას.

"არავის არ უნდა დაავიწყდეს, რომ ის იქნება ადამიანი, რომელსაც ჩავაბარებთ ჩვენი შვილების ბედს, სასამართლოს ბედს, ჩვენი ქონების, ბიზნესის და კეთილდღეობის ბედს. ამიტომ ის, თუ ვინ იქნება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და იმედია, ეს ყველას სათანადოდ ესმის", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: