დავით ნარმანია: "საკითხი ასე არ დგას და რეკრეაციული ზონის სტატუსის შეცვლაზე საუბარი არ არის"

დავით ნარმანია: "საკითხი ასე არ დგას და რეკრეაციული ზონის სტატუსის შეცვლაზე საუბარი არ არის"

თბილისის მერი პროექტ "პანორამა თბილისის" ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება. საკითხი დაჩქარებული წესით საკრებულოს სხდომაზე დღეს გადის.

 თბილისის  მერის, დავით ნარმანიას განმარტებით,  საკითხი ასე არ დგას და რეკრეაციული ზონის სტატუსის შეცვლაზე საუბარი არ არის. აღნიშნული ტერიტორია კერძო საკუთრებაა და ზონის ცვლილების შესახებ განაცხადი საკრებულოში მესაკუთრემ შეიტანა.

"კომპანია Old City Development-მა ჩვენთან შემოიტანა მისი კუთვნილი ტერიტორიის ერთ ნაწილში ზონის ცვლილებასთან დაკავშირებით განაცხადი, რომელიც პროცედურების სრული დაცვით იქნა განხილული. ტერიტორია ძალიან  მნიშვნელოვანი პროექტის განსახორციელებლად არის განკუთვნილი და ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ გადაწყვეტილება იქნება მიღებული დადებითი. რეკრეაციული სტატუსის მოხსნაზე არ არის საუბარი", - განაცხადა დავით ნარმანიამ.


საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: