საქართველოს პრეზიდენტი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება, რომლებიც პრეზიდენტის ფონდის დაფინანსებით, შეწყალებულ მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის პროექტში მონაწილეობენ.

შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში მიმდინარეობს, რომელსაც არასამთავრობოების მხრიდან ესწრებიან წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის კავშირის  GCRT-ის აღმასრულებელი დირექტორი ლეკა ცისკარიშვილი, სარეაბილიტაციო ცენტრი "კამარას" თერაპიის პროგრამის ხელმძღვანელი ნათია ფანჯიკიძე და საია-ს აღმასრულებელი დირექტორი თამარ გვარამიძე.

პროექტის მიზანია შეწყალებულ მსჯავრდებულთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაცია.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: