მიხეილ ცაგარელი:-"კარგი იქნება ახალი წლის დადგომამდე 15 წუთით ადრე თუ ავანთებთ მწვანე, ყვითელ, ან შეიძლება წითელი ფერის სამ სანთელს"

მიხეილ ცაგარელი:-"კარგი იქნება ახალი წლის დადგომამდე 15 წუთით ადრე თუ ავანთებთ მწვანე, ყვითელ, ან შეიძლება წითელი ფერის სამ სანთელს"

   სულ მალე 2015 წელი შემოაბიჯებს. 2015-თხა/ცხვარი და როგორი იქნება მომავალი წელი?

 

მიხეილ ცაგარელი:- როგორი იქნება თქვენთვის 2015 წელი? მინდა გითხრათ რომ 2015 წელი უკავშირდება თხას, ჩინურად, იაპონურად კი  მწვანე ცხვრის წელიწადია და იწყება 19 თებერვალს. ამ დრომდე  ჯერ ისევ ცხენის წელიწადში ვართ. თხა განეკუთვნება ხის სტიქიას. ხე უკავშირდება სიუხვეს, აყვავებას, ჰარმონიას რომანტიზმს. 

 

სწორედ ეს თვისებები წამოიწევს წინა პლანზე, თხის წელს. მოიმატებს არაორგანიზებულობა, არაპუნქტუალურობა. მომავალ წელს ადამიანებში შეიძლება მოხდეს ბოროტებისა და სიკეთის აღრევა. მნიშვნელოვანია, ეს არ მოხდეს და ადამიანმა შავი თეთრისგან გაარჩიოს. 

 

თუ ცხენის წელიწადი შედარებით უფრო აღგზნებული იყო, თხა პირიქით მშვიდობიანია, არ უყვარს კონფლიქტი. 

 

თხა აღმოსავლურ ზოდიაქოს ნიშნებში ითვლება ყველაზე იღბლიანად. ამიტომ იღბალი მოიმატებს. კარგია ეს წელიწადი ლატარეებისთვის, გათამაშებებისთვის, კონკურსში მონაწილეობისთვის...

 

აუცილებელი იქნება ნებისმიერი პრობლემის,  მხოლოდ დიპლომატიური გზით, კომპრომისზე წასვლით და არავითარ შემთხვევაში აგრესიით, ეს აუცილებელი პირობაა!

 

ჯანმრთელობის კუთხით დასუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი. 11 აგვისტომდე ასევე დასუსტდება ელენთა, ნაწლავური სისტემები, კუჭქვეშა ჯირკვალი, ხოლო 11 აგვისტოს შემდეგ მეტი ყურადღება სჭირდება თირკმელებს, ენდოკრინოლოგიურ სისტემას და ყელის არეს. 

 

შედარებით რთული პერიოდები გვაქვს ინფექციური დაავადებების, ეკოლოგიური კატასტროფების კუთხით იანვარ-თებერვალში. ძალიან საყურადღებოა მარტის ბოლო და აპრილის დასაწყისი. მაისი, ივნისი, ნოემბრის ბოლო და დეკემბერი - ეს ყველაზე რთული პერიოდებია როგორც ეკოლოგიური, ისე იდეოლოგიური, ფინანსური და ჯანმრთელობის კუთხით. 

 

ძალიან საინტერესო წელიწადია ჟურნალისტიკისთვის - შეიძლება, ბევრი საინტერესო იდეა წარმოჩნდეს. მედიცინის სფეროში იქნება სერიოზული ცვლილებები, მათ შორის საკადრო. 

 

სამედიცინო შეცდომების ალბათობა ძალიან მაღალია, განსაკუთრებით წლის პირველ ნახევარში. წლის მეორე ნახევარში, სექტემბრის თვიდან მოსალოდნელია სერიოზული ცვლილებები იურისპუნდენციაში. წელს ადამაინებს განსაკუთრებით სჭირდებათ ყველგან და ყველაფერში გონიერების დაცვა. იკრძალება ღალატი - ეს სერიოზულად დასჯადია ამ წელს.

 

- კარგია ეს წელიწადი თვით თხის წელში დაბადებულთათვის, თუმცა ეცადნონ, რაღაც ახალი დაიწყონ, ახალ საქმეს მოჰკიდონ ხელი. კარგია თხის წელი ცხენის, კატის, ტახის წლებში დაბადებულთათვის. შედარებით რთულია ის ძაღლის, ხარის და დრაკონის წლებში დაბადებულთათვის. მამალი თუ არ იქნება ზედმეტად აგრესიული და ემოციური, კარგი წელი ექნება. 

 

გველის, მაიმუნის, ვეფხვის წელიწადში დაბადებულთათვის ეს წელიწადი საშუალო დონის იქნება.

 

კარგი წელიწადია ლომის ზოდიაქოსთვის, თევზების და კირჩხიბისთვის; თხის წელიწადში ეს სამი ნიშანი ფავორიტია. სასწორისთვის კარგი წელია 25 სექტემბრამდე, შემდგომ მას უფრო რთული ტენდენციების პერიოდი ეწყება. 

 

რთულია ეს წელიწადი და განსაკუთრებით 11 აგვისტომდე ქალწულებისთვის. ამ ზოდიაქოსთვის პრობლემები მოიმატებს ჯანმრთელობის კუთხით და კოლეგებთან ურთიერთობაში. 11 აგვისტოს შემდეგ კი სიტუაცია ქალწულის ნიშნებისთვის გაუმჯობესდება. მშვილდოსნისთვის პირიქით, წლის მეორე ნახევარში უფრო გაუჭირდება. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის ეს წელი მეტ-ნაკლებად წარმატებულია. 

 

მინერალებიდან წლის მთავარი ქვებია: ბრილიანტი, ქარვა, აქვამარინი, საფირონი, ძოწი. დღის მეორე ნახევარში გირჩევთ მარგალიტს, გიშერს, მარჯანს, ამეთვისტოს.

 

რაც შეეხებ ახალი წლის რიტუალს, 31 დეკემბერს საახალწლო სუფრაზე უნდა გქონდეთ როგორც თხის, ასევე ცხენის ფიგურები, ხოლო 19 თებერვალს დარჩება მხოლოდ თხის. საკვებ რაციონში მეტად უნდა იყოს წარმოდგენილი ეროვნული კერძები. აუცილებლად რძის ნაწარმი. 

კარგი იქნება რაც შეიძლება მეტი ხილ-ბოსტნეული, განსაკუთრებით მწვანილი, რომელიც ძალიან უყვარს როგორც თხას, ისე ცხენს. თუ იქნება შვრია, მით უკეთესი. აუცილებელია პატარა ჭურჭელზე შაქრის რამდენიმე ნატეხიც განათავსოთ. სასმელებიდან პირველ რიგში უპირატესობა თეთრ ღვინოს მიანიჭეთ. სიუხვისთვის აუცილებელია გოგრა.

 

კარგია ლიმონათი, მინერალური წყალი. მისაღებია სალათები, შეგვიძლია სუფრა ეგზოტიკური ხილითაც გავალამაზოთ. ერთადერთი რაც სუფრაზე იკრძალება, ესაა: ცხენის და ცხვრის ხორცი. დანარჩენ ხორცეულზე: ძროხა, ღორი, ქათამი ნებადართულია. ამასთან, რადგან 31 დეკემბერს ჯერ კიდევ გრძელდება ცხენის წელიწადი, სასურველია, შევხვდეთ ისე როგორც შარშან, მხიარულად, ცეკვით, სიმღერით. 

 

თხის ძირითადი ფერია მწვანე. შემდეგ მოდის ყავისფერი, ყვითელი, ოქროსფერი, ბეჟი, კრემისფერი, შემდგომ უპირატესობა ენიჭება ლურჯ ფერს, შეგვიძლია სამოსში შევიტანოთ წითელი ტონებიც. 

 

კარგი იქნება ახალი წლის დადგომამდე 15 წუთით ადრე თუ ავანთებთ მწვანე, ყვითელ, ან შეიძლება წითელი ფერის სამ სანთელს და ამ სანთლებს, ალს ვთხოვთ, რომ აგვისრულდეს ის, რაც გვინდა, რომ 2015 წელს მოხდეს. ასეთი ანთებული სანთლებით შეხვდით ახალ წელს.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: