ირაკლი ალასანია:-"ვერ გავიგე, სერთოდ რაზე იღებს პასუხისმგებლობას პრემიერი?"

ირაკლი ალასანია:-"ვერ გავიგე, სერთოდ რაზე იღებს პასუხისმგებლობას პრემიერი?"

   "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია საყდრისთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ ეხმიანება და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პოზიციას "უუნარობის გამოხატულებად" მიიჩნევს.

   როგორც ალასანიამ გადაცემა "არჩევანში" განაცხადა, დაუშვებელია კულტურული მემკიდრეობისა და სოციალური პრობლემატიკის ერთმანეთთან დაპირისპირება.

"საყდრისი კიდევ ერთი შემთხვევაა, რომელშიც პრემიერ-მინისტრმა უუნარობა გამოავლინა და დაუპირისპირა ორი საკითხი ერთმანეთს, კულტურული მემკვიდრეობა და სოციალური პრობლემატიკა. მაშინ, როდესაც მისი ამოცანა, მთავრობის ამოცანა უნდა იყოს თანხვედრის მოძებნა, დაახლოება პოზიციების, რომ ერთიც შევინარჩუნოთ და ბიზნესიც არ გაჩერდეს", - აღნიშნა ალასანიამ.

   ყოფილი მინისტრის განმარტებით, მისთვის გაუგებარია პრემიერის პოზიცია, რომელიც საყდრისთან დაკავშირებით "პასუხისმგებლობას არ იღებს".

   -"ამ საკითხზე ის თავის თავზე პასუხისმგებლობას არ იღებს. ვერ გავიგე, სერთოდ რაზე იღებს პასუხისმგებლობას პრემიერი?. ეს არის პრობლემა, სისტემური პრობლემაა და ამის გამოსწორება ერთი-ორი მინისტრის შეცვლით ვერ მოხერხდება"-განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: