ირაკლი ალასანია:"2014 წელი ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული მნიშვნელობის მიღწევით იყო გამორჩეული"

ირაკლი ალასანია:"2014 წელი  ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული მნიშვნელობის მიღწევით იყო გამორჩეული"

 ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ 2014 წელი გამორჩეული იყო ქვეყნისთვის ისტორიული მნიშვნელობის მიღწევებით. ალასანია ისურვებს, რომ მომავალი წლიდან ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური დევნა აღარ ხორციელდებოდეს.

"მინდა, მადლობა გადავუხადოთ განვლილ 2014 წელს, რომელიც გამორჩეული იყო ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული მნიშვნელობის მიღწევით, როგორიც იყო ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა. ვისურვებდი, რომ მომავალი წლიდან აღარ იყოს საქართველოში ისეთი შემთხვევები, როდესაც უდანაშაულო ადამიანები უსამართლოდ აღმოჩნდებიან ციხეში, ვისურვებდი, რომ პოლიტიკური დევნა აღარ იყოს მომავალი წლიდან ჩვენს ქვეყანაში", - აცხადებს ირაკლი ალასანია.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: