ნინო გიორგობიანი შინაგან საქმეთა სამინსიტროს პრესსამსახურის უფროსად დაინიშნა

ნინო გიორგობიანი შინაგან საქმეთა სამინსიტროს პრესსამსახურის უფროსად დაინიშნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის თანამდებობა სალომე მახარაძემ დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით, მის ადგილს ნინო გიორგობიანი დაიკავებს. 

 

"არ უარვყოფ, შემოთავაზება იყოს აღნიშნულ თანამდებობასთან დაკავშირებით. ამაზე ოფიციალურ განცხადებას სამინისტრო გააკეთებს", – აღნიშნა ნინო გიორგობიანმა "ივერიონთან" საუბრისას.

 

სარწმუნო წყაროს ცნობით, ნინო გიორგობიანი უკვე დანიშნულია შსს-ს პრესსამსახურის უფროსად, მაგრამ ამ ეტაპზე იგი მაინც უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას.

შეგახსენებთ, რომ ნინო გიორგობიანი ამ დრომდე კომპანია `აირზენას" პრესსამსახურში მუშაობდა.

 

შსს-ს პრესსამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილი მას პირადად შეხვდა და უთხრა, რომ მასთან მუშაობისას თავს კომფორტულად გრძნობდა, მაგრამ ჰქონდა მითითება, რომ ამ თანამდებობაზე მეგობარი მოეყვანა.    

 

სალომე მახარაძის განცხადებით, მას სხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელობა შესთავაზეს, მაგრამ არ დათანხმდა. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: