მერიაში შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა!

მერიაში შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა!

ავტობუსების მძღოლებისა და ქალაქის სატრანსპორტო სამსახურის ხელმძღვანელების შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. შეხვედრაზე მძღოლებმა და "ქართული ოცნების" გლდანის მაჟორიტარმა დეპუტატმა სოსო ჯაჭვლიანმა მოითხოვეს, თანამდებობა დატოვოს თბილისის სატრანსპორტო სამსახურის უფროსმა აკაკი ჯოხაძემ და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელმა ლევან კოპლატაძემ.

 

 მძღოლებმა განაცხადეს, რომ თუ კოპლატაძე და ჯოხაძე გადადგებოდნენ, მუშაობას დღესვე განაახლებდნენ. 

 

შეხვედრის დასრულების შემდეგ სოსო ჯაჭვლიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ოთხი დღის განმავლობაში მძღოლები ვერ ახერხებდნენ მერიის წარმომადგენლებთან შეხვედრას, რის გამოც მას დახმარება სთხოვეს. ამიტომაც ესწრებოდა იგი დღევანდელ შეხვედრას. ჯაჭვლიანის თქმით, მძღოლების ერთადერთი მოთხოვნა კოპლატაძისა და ჯოხაძის გადადგომა იყო. მისი დაკმაყოფილების  შემთხვევაში ისინი აღარ აპირებდნენ იმ 16 მოთხოვნის დაყენებას, რომლებიც დღის წესრიგში ჰქონდათ.

 

მძღოლებმა განაცხადეს, რომ აკაკი ჯოხაძისა და ლევან კოპლატაძის გადაწყვეტილებაზე იყო დამოკიდებული, აღდგებოდა თუ არა დღეს ყვითელი ავტობუსების მოძრაობა. მძღოლები ბოდიშს უხდიან თბილისის მოსახლეობას და აცხადებენ, რომ სანამ აკაკი ჯოხაძე და ლევან კოპალაძე არ გადადგებიან დაკავებული თანამდებობიდან, მუშაობას არ გაანახლებენ.

 

შეგახსენებთ, რომ ე.წ. ყვითელი ავტობუსების მძღოლები 8 ნომბრიდან შიმშილობენ.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: