ნინო გიორგობიანი:"პოლიციელებმა ნინოწმინდის რაიონში 200-მდე მოქალაქე გადაარჩინეს"

ნინო გიორგობიანი:"პოლიციელებმა ნინოწმინდის რაიონში 200-მდე მოქალაქე გადაარჩინეს"

შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ნინო გიორგობიანის ცნობით, სამართალდამცველებს და სამაშველო ჯგუფებს თოვლში ჩარჩენილი მოქალაქეები უსაფრთხო ადგილზე გადაჰყავთ


"პოლიციელებმა 200-მდე მოქალაქე გადაარჩინეს! ნინოწმინდის რაიონში, საქართველო-სომხეთის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე დიდთოვლობის და ქარბუქის გამო გზაში ჩარჩენილი ავტომობილების და მოქალაქეების გამოსაყვანად მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყვნენ სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ნინოწმინდის და ახალქალაქის რაიონული სამმართველოების თანამშრომლები.

სამართალდამცველებმა სამაშველო ჯგუფებთან ერთად დაახლოებით 200 ადამიანი გამოიყვანეს თოვლიდან -მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები და მოხუცები, რომლებიც რაიონში მცხოვრები პოლიციელების სახლებში გადაანაწილეს. ნინოწმინდის რაიონული სამმართველოს უფროსმა, გიორგი კიკალიშვილმა წლის და სამი თვის ბავშვი მშობლებთან ერთად თოვლიდან გამოიყვანა და უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანა.

სამართალდამცველები და სამაშველო ჯგუფები ამ დრომდე აგრძელებენ სამუშაოებს, თოვლში ჩარჩენილი მოქალაქეები გამოჰყავთ და უსაფრთხო ადგილზე გადაჰყავთ. ადგილზე საგზაო დეპარტამენტის მძიმე ტექნიკა მუშაობს, აქტიურად მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები", - აცხადებს გიორგობიანი.


საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: