გიორგი ჩოგოვაძე: "საქართველოს მთავრობა ვიზის აღების ელექტრონულ ფორმას უახლოეს მომავალში წარმოადგენს"

გიორგი ჩოგოვაძე: "საქართველოს მთავრობა ვიზის აღების ელექტრონულ ფორმას უახლოეს მომავალში წარმოადგენს"

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით,საქართველოს მთავრობა ვიზის აღების ელექტრონულ ფორმას სავარაუდოდ, 1 თებერვალს წარმოადგენს.

მისი ინფორმაციით, 2014 წელს საქართველოს 5 493 492 საერთაშორისო მოგზაური ეწვია.

"იყო რამდენიმე ფაქტორი, რამაც ჩვენი საპროგნოზო მონაცემები, გარკვეულწილად დააკორექტირა. პირველ რიგში, ესაა რეგიონში არსებული ვითარება, მათ შორის, რუსეთსა და უკრაინაში განვითარებული მოვლენები, თუმცა სავიზო რეგულაციების გამკაცრებამ, შესაძლოა, გარკვეულწილად ტურისტების რაოდენობაზე იმოქმედა. უახლოეს მომავალში საქართველოს მთავრობა წარმოადგენს ვიზის აღების ელექტრონულ ფორმას, რაც ტურსტებს საქართველოს ვიზის აღების შესაძლებლობას გაუმარტივებს", - განაცხადა ჩოგოვაძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: