ირაკლი ალასანია:"გილოცავთ ჩვენს მოძმე სომეხ ერს ქრისტეშობის დღესასწაულს "

ირაკლი ალასანია:"გილოცავთ ჩვენს მოძმე სომეხ ერს ქრისტეშობის დღესასწაულს "

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი, ირაკლი ალასანია მოძმე სომეხ ერს ქრისტეშობის და ნათლისღების დღესასწაულს ულოცავს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ალასანია მისალოც წერილს აქვეყნებს.

"გილოცავთ ჩვენს მოძმე სომეხ ერს ქრისტეშობის და ნათლისღების დღესასწაულს, განსაკუთრებით კი საქართველოში მცხოვრებ სომეხ მოსახლეობას. მინდა ყველა ოჯახს ვუსურვო ბედნიერება, წარმატება და კეთილდღეობა. ქართველებსა და სომეხ ხალხს საუკუნეების მანძილზე განსაკუთრებული მეგობრობა გვაკავშირებს და მე დარწმუნებული ვარ ეს მეგობრობა ასეც გაგრძელდება, გილოცავთ და ღმერთი გფარავდეთ", - ნათქვამია ალასანიას მისალოც წერილში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: