ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე აქამდე უცნობი დეტალის შესახებ გახდა ცნობილი

ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების  საქმეზე  აქამდე უცნობი დეტალის შესახებ  გახდა ცნობილი

ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ ლევან ჩაჩუას პროცესზე აქამდე უცნობი ერთ-ერთი დეტალის შესახებ გახდა ცნობილი. კერძოდ, საქალაქო სასამართლოში ლევან ჩაჩუას დღევანდელ პროცესზე  ბრალდების ერთ-ერთი მოწმის, გამომძიებელ კახა ჭუმბაძის დაკითხვისას დაცვის მხარე დაინტერესდა, ნახა თუ არა შემთხვევის ადგილზე ტყავის ჩანთა.
კახა ჭუმბაძე  ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე იმ პერიოდში საგამოძიებო ჯგუფს ხელმძღვანელობდა. მან შემთხვევის ადგილზე ჩანთის არსებობა დაადასტურა, რის შემდეგაც ბრალდებულ ჩაჩუას ადვოკატმა მას შეკითხვით მიმართა - იყო თუ არა ჩანთა დათვალიერებული და ნახა თუ არა ჩანთაში პარიკი. აღნიშნულზე მოწმემ უპასუხა, რომ ჩანთა დათვალიერების შედეგად ნანახი ჰქონდა. მოწმის ჩვენების მიხედვით, ჩანთა დათვალიერების გარეშე შეიფუთა და, აქედან გამომდინარე, არ ახსოვს,  რა იდო ჩანთაში.
"შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმიდან გამომდინარე, მე დავსვი შეკითხვა, ხომ არ ყოფილა ამოღებული შემთხვევის ადგილიდან რაიმე თმა ან წვერი. მოწმემ თქვა, რომ "გამორიცხული არ არის და როგორც ახსოვს - კი". დაცვას ამ საკითხზე სხვა კომენტარის გაკეთების უფლება ჯერ არ აქვს. ამას ალბათ მოისმენთ იმ შემთხვევაში, თუ დაესწრებით  დასკვნითი სიტყვის წარმოთქმას", - განაცხადა ადვოკატმა ჟურნალისტებთან საუბრისას პროცესის დასრულების შემდეგ.
ლევან ჩაჩუას სასამართლო პროცესი 9 იანვარს 11.00 საათზე განახლდება. როგორც ცნიბილია, შემდეგი პროცესი კვლავ ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპით გაგრძელდება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: