საქართველოს პრეზიდენტი შობის დღესასწაულს დუშეთში, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი შობის დღესასწაულს დუშეთში, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში შეხვდა

   საქართველოს პრეზიდენტი შობის დღესასწაულს დუშეთში, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში შეხვდა. გიორგი მარგველაშვილი საშობაო ლიტურიგიას მაკა ჩიჩუასთან ერთად დაესწრო. ქვეყნის პირველმა პირმა მრევლს ქრისტეშობის დღესასწაული მიულოცა.

 

    "მინდა ყველას მოგილოცოთ შობის ბრწყინვალე დღესასწაული.  დღს ჩვენს სულებში იბადება ყველაზე სუფთა საწყისი სიყვარულის, რომელიც ყველას შეუნდობს; რომელსაც აქვს ძალა იმისა, რომ ყველაფერზე მაღლა დადგეს;  რომელსაც აქვს შემოქმედების ძალიან დიდი უნარი. ღმერთმა დიდხანს გაგვაძლებინოს ამ ძალით, დიდხანს გვატარებინოს ეს ძალა, არ დავივიწყოთ, ზურგი არ შევაქციოთ, არ ვუთხრათ მას უარი. ყველას კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს."-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: