ეკატერინე სირაძე-დელონე: "სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია და ღიად საუბრობენ, იმაზე რომ საფრანგეთი შევიდა ომში"

ეკატერინე სირაძე-დელონე: "სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია და ღიად საუბრობენ, იმაზე რომ საფრანგეთი შევიდა ომში"

"ვითარება საკმაოდ მძიმეა, იმდენად რამდენადაც დიდი ხანია, ასეთი ტერაქტი პარიზში არ მომხდარა"- განცხადებას ამის შესახებ საფრანგეთსა და მონაკოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ეკატერინე სირაძე-დელონე აკეთებს.

"ვითარება საკმაოდ მძიმეა, იმდენად რამდენადაც დიდი ხანია, ასეთი ტერაქტი პარიზში არ მომხდარა. ამას ემატება ისიც, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა გუშინ განაცხადა - მათ მოუწიათ რამდენიმე ტერაქტის თავიდან აცილება. სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია და ღიად არის საუბარი, იმაზე რომ საფრანგეთი შევიდა ომში. ამ წუთებში მუშაობს გამოძიება, ყველა ცდილობს ხელი შეუწყოს და ზედმეტი განცხადებებისგან თავი შეიკავოს, რათა საგამოძიებო მოქმედებები ყოველგვარი პრობლემის გარეშე განხორციელდეს.

ჩვენ ჯერ ინსტრუქცია არ მიგვიღია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან, თუმცა გამოცხადებულია ძალიან მაღალი დონის სიფრთხილე, მობილიზებულია ჟანდარმერია და პოლიცია, ყველა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში არიან პილიციელები, რომლებსაც აქვთ უფლება, რომ საფრთხის შემთხვევაში ისროლონ კიდეც. როგორც კი ჩვენ მივიღებთ ინსტრუქციას საგარეო საქმეთა სამინისტროდან, გავავრცელებთ ამას ჩვენს მოქალაქეებთან", -განაცხადა ელჩმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: