ნიკოლოზ მჟავანაძე:" ჩვენ ვართ ის ხალხი ვინც მეტეხთან ხატებს არ გადააბიჯა "

ნიკოლოზ მჟავანაძე:" ჩვენ ვართ ის ხალხი ვინც მეტეხთან ხატებს არ გადააბიჯა "

"საშობაო ლიტურგიის შემდეგ კვლავ  გააქტიურდნენ ეკლესიის და პატრიარქის წინააღმდეგ მებრძოლი ძალები" - განცხადებაs ამის შესახებ "უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე აკეთებს.

 

ნიკოლოზ მჟავანაძე რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის ან მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვის კანონით დასჯის საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის:

,,მოვუწოდებთ ხელისუფლებას შეიტანოს ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომლის თანახმადაც  "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს"  დაემატება სპეციალური მუხლი. კერძოდ, რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის ან მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა ადმინისტრაციული ჯარიმის საფუძველი გახდება. ამგვარი ქმედება გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 300-დან 500 ლარამდე, ხოლო წლის განმავლობაში მისი განმეორების შემთხვევაში პირი 1000-დან 1500 ლარამდე დაჯარიმებას, ან 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობის დაკისრებას.

აღნიშნული ცვლილებების შემდეგ ვერც ,,იდენტობა''  და ვერც ნინია კაკაბაძე, გურჩიანი თუ მსგავსი პერსონები ვეღარ გაბედავენ მილიონობით მორწმუნე გრძნობების შეურაწყოფას და პატრიარქზე და ეკლესიაზე ხელაღებით საუბარს.

ზოგიერთი ცდილობს საფრანგეთში მომხდარი ტრაგედიით  და გამოხატვის თავისუფლებაზე საუბრით თავიანთი ბინძური ზრახვები განახორციელოს" - ნათქვამია მჟავანაძის განცხადებაში.

,,უფლებადამცველთა გაერთიანება'' კატეგორიულად გმობს მედიის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმას  და თვლის რომ დაუშვებელია საქართველოში სიწმინდეების შეურაწმყოფელი კარიკატურები და პოსტები დაიბეჭდოს.

"ვინმეს თუ ჰგონია საქართველოში დავუშვებთ ქრისტეს და ღვთისმშობლის კარიკატურების დაბეჭდვას  ძალიან ცდება. ჩვენ ვართ ის ხალხი ვინც მეტეხთან ხატებს არ გადააბიჯა, რის გამოც მტკვარი სისხლად შეიღება და ერთ დღეს 100 000 მოწამემ ქრისტიანობისთვის თავი დასდო.

ამიტომ ზოგიერთ ავადმყოფს ვურჩევ, რაიმე მსგავსის გაკეთება არც გაიფიქროს! ის ვინც ქართველი ხალხის წინააღმდეგ წავა უმკაცრესად დაისჯება" - ნათქვამია განცხადებაში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: