ირაკლი ღარიბაშვილი: "ჩვენთვის მნიშვნელოვანია ლატვიის, ევროკავშირის და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა"

ირაკლი ღარიბაშვილი: "ჩვენთვის  მნიშვნელოვანია ლატვიის, ევროკავშირის და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა"

ჩვენ დავეხმარებით საქართველოს, განახორციელოს ვიზის ლიბერალიზაციის პროცესისთვის საჭირო რეფორმები, -განცხადება ამის შესახებ  ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ლაიმდოტა სტრაუიუმამ ქართველ კოლეგა ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა.

ლაიმდოტა სტრაუიუმამ ირაკლი ღარიბაშვილს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა ლატვიის როლი "აღმოსავლეთ პარტნიორობის" შემდგომი განვითარების პროცესში და ევროინტეგრაციის დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმების წარმატებით განხორციელების მზადყოფნა გამოთქვა.

"განვიხილეთ სოხუმის საოკუპაციო რეჟიმსა და მოსკოვს შორის 24 ნოემბერს ხელმოწერილი "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" ე.წ. "ხელშეკრულება", ასევე გამოვთქვით შეშფოთება ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან მსგავსი დოკუმენტის დაგეგმილი ხელმოწერის გამო. ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია ლატვიის, ევროკავშირის და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა იმ დროს, როდესაც გრძელდება დესტრუქციული ქმედებები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: