Iverioni
«    ნოემბერი 2020    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 
ნოემბერი 2020 (9)
ოქტომბერი 2020 (6)
სექტემბერი 2020 (6)
აგვისტო 2020 (2)
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
12-11-2012, 10:35
ნანახია: 805

ბიძინა ივანიშვილი ბრიუსელში შეხვედრებს მართავს

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პირველი ოფიციალური ვისიტით ბრიუსელში გაემგზავრა. პრემიერი ნატოს შტაბ-ბინაში შეხვედრებს გამართავს.


განსახილველ თემათა შორისაა თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმის ამოქმედება და ასოცირების საკითხები.


ყველა ეს საკითხი მომდევნო წელს უნდა გადაწყდეს.


დღეს და ხვალ სამუშაო ვიზიტის ფარგლებში იგეგმება შეხვედრები ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზოსთან, ევროკომისართან ევროკავშირის გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულესთან, ევროპის პარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპეისთან. შეხვედრა ასევე გაიმართება ბელგიაში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.

14 ნოემბერს კი  საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ნატოს გენერალურ მდივანს ანდერს ფოგ რასმუსენს შეხვდება.