„ჩარლიდან“ ვაჭარაძემდე, ანუ ჩემი პროტესტი აღვირახსნილ თავისუფლებას!

„ჩარლიდან“ ვაჭარაძემდე, ანუ ჩემი პროტესტი აღვირახსნილ თავისუფლებას!

მსოფლიო „შეშფოთებულია“ პარიზში მომხდარი ტერორისტული აქტით. ამის დასტური თუნდაც პარიზის ქუჩებში მილიონნახევრიანი ერთიანობის მარშია, რომელშიც თითქმის ყველა წამყვანი სახელმწიფოს პირველი პირები მონაწილეობდნენ.

მსოფლიო ბოსები ჟურნალისტ-კარიკატურისტების სიცოცხლის ხელყოფას აპროტესტებენ და ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლისკენ მოგვიწოდებენ!

ტერორიზმი აშკარად გამოკვეთილი საფრთხეა დღევანდელი სამყაროსთვის და მის წინააღმდეგ ბრძოლა ნამდვილად საშური საქმეა, მაგრამ, მხოლოდ „შეშფოთებით“ ამ მომაკვდინებელ ბაცილას რომ ვერ მოვიშორებთ, ცხადია. სამწუხაროდ, ამ საქმეს ვერც ანტიტერორისტული ღონისძიებების გააქტიურება უშველის, რადგან, ის ყოველთვის შეიძლება იქ გაჩნდეს, სადაც ნაკლებად ელოდები!

სიცოცხლის ხელყოფა, ვისაც არ უნდა ეხებოდეს იგი, ანტიჰუმანური აქტია და აქედან გამომდინარე, გულწრფელ თანაგრძნობას გამოვხატავ  იმ ადამიანების მიმართ, ვინც ზემოთ ხსენებული ტერაქტის მსხვერპლი გახდა, მაგრამ, იმ „შეშფოთებულებში“ არავის წამოცდენია, თუ რატომ გახდნენ ის ადამიანები ჩვეულებრივი კამიკაძეების მსხვერპლი და უქმნის თუ არა საფრთხეს დღევანდელ მსოფლიოს აზრისა და სიტყვის გამოხატვის უკიდურესი თავისუფლება - აქვს თუ არა მავანს უფლება თავისუფლად „იტანცაოს“ ჩემს პირად გრძნობებზე, მითუმეტეს, როცა კრიტიკის მახვილი ჩემს სულიერ მრწამსს ეხება!

ბუნებრივია, ადამიანს უფლისგან მინიჭებული აქვს არჩევანის თავისუფლება, მაგრამ ეს იმას ნამდვილად არ ნიშნავს, რომ შენი ზღვარგადასული  თავისუფლებით სხვის „ბოსტანში“ გადახვიდე, ანუ სხვისი პიროვნული ღირსებები შეურაცხყო!..

უკვე ღიად საუბრობენ იმაზე, რომ ფრანგული კარიკატურული ჟურნალის რედაქტორი და კარიკატურისტები ყოველ წუთს ელოდებოდნენ, რომ მათ მოკლავდნენ... ანუ, შეგნებულად მიდიოდნენ ისეთ ავანტიურაზე, რასაც აუცილებლად ის შედეგი მოყვებოდა, რაც მოჰყვა!

აქედან გამომდინარე, პრობლემა არა იმ ტერორისტებშია, რომლებმაც ასეთი ვანდალური აქტი ჩაიდინეს, არამედ, სიტყვის თავისუფლების იმ ფორმით გამოხატვაში, რომელმაც ისლამისტ-ფუნდამენტალისტებს ასეთი აქტის ჩატარებისკენ უბიძგა!

ისმება კითხვა: რას აძლევდა ამ ჟურნალის რედაქციას სხვების რელიგიურ გრძნობებზე თამაში და რატომ მიდიოდნენ ეს ადამიანები ასე შეგნებულად „თავისუფალი სიტყვის“ სანაცვლოდ სამსხვერპლოზე?! მითუმეტეს, კარიკატურები სულიერ ლიდერებს ეხებოდათ (მათ შორის, არც მართლმადიდებლური სამყარო დაინდეს თურმე!), რომელსაც ფუნდამენტალისტების რეაქცია აუცილებლად მოჰყვებოდა.

ბუნებრივია, ადამიანს აქვს არჩევანის თავისუფლება, მაგრამ იგი ყოველთვის პასუხისმგებელია საკუთარ არჩევანზე - ფრანგული კარიკატურული ჟურნალის მესვეურთა პასუხისმგებლობა რითაც დასრულდა, უკვე მთელმა მსოფლიომ ნახა, მაგრამ, ჯერჯერობით სათანადო დასკვნები მაინც ვერ გამოიტანა!..

ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ - უსაზღვრო, უპასუხისმგებლო თავისუფლებას ყოველთვის მივყავართ თავისუფალ აღვირახსნილობამდე. ამ შემთხვევაში მარტო სექსუალურ აღვირახსნილობას არ ვგულისხმობ - აღვირახსნილობაა, როცა შენი „მაქსიმალური თავისუფლებით“ შეურაცხყოფას აყენებ სხვა ადამიანებს ან ადამიანთა ჯგუფებს - უტიფრად ეხები მათ სიწმინდეებს, ასევე უტიფრად ხელს აფათურებ მათ სულიერ შრეებში!..
მომიტევოს უფალმა, მაგრამ, ისეთ შთაბეჭდილება მრჩება, რომ მაქსიმალური „თავისუფლების“ მოტფრიალენი შეგნებულად მიდიან ვა-ბანკზე და მათი ამქვეყნიური ცხოვრების ტრაგიკული დასასრულიც არ არის შემთხვევითი! უფრო დიდი უბედურებაა, როცა ასეთი ექსტრემისტული გამოხტომების უკან ანგარება იმალება...

ზემოთ ვთქვი და კიდევ ვიმეორებ: ერთიანობის მარშით მოსალოდნელ ტერაქტებს ვერ ავიცილებთ და ვერც ტერორიზმს დავამარცხებთ, პირიქით, შეიძლება უფრო გავააქტიუროთ კიდეც. უპრიანი იქნებოდა „შეშფოთებულ“ საზოგადოებას ტერორისტულ აქტთან ერთად დაეგმო უკიდურესი თავისუფლება, რომელსაც ყოველთვის აღვირაცხსნილობის ბეჭედი აზის და კანონიერ ჩარჩოში მოექცია აზრისა და გამოხატვის უფლება.

სხვანაირად რა გამოდის? შენ ყველაფრის უფლება გაქვს, მათ შორის ჩემს სულიერ გრძნობებზე თამაშის, ჩემი სიწმინდეების შეურაცხყოფის, მაგრამ, თუ მე ჩემი „უფლება“ გამოვიყენე, ანუ „ხურდა დაგიბრუნე (თუნდაც სიტყვიერად), მაშინ ტერორისტი და დამნაშავე ვარ?!

ღმერთმა დამიფაროს ტერორიზმის ნებისმიერი გამოვლინება გავამართლო, მაგრამ რატომ ვაღიზიანებთ ხელოვნურად ექსტრემისტ-ფუნდამენტალისტებს და რატომ  ვამრავლებთ კამიკაძეთა არმიას?! ისინი ხომ ცხრათავიანი დევებივით არიან - ერთს რომ მოკვეთ, მეორე ამოვა და ასე დაუსრულებლივ!

ერთი სიტყვით, ტერორისტებს, რომელთა გააქტიურება ამ ბოლო ხანებში სახეზეა (თუნდაც „ისლამური სახელმწიფო“ ავიღოთ!), მხოლოდ ანტიტერორისტული აქტებით ვერ დავაჩოქებთ. საჭიროა „ცხელმა ტვინებმა“ სხვა ღონისძიებები მოიფიქრონ. უპირველესად თავისუფალი აღვირახსნილობა მოთოკონ და აზრისა და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება კანონის ჩარჩოებში მოაქციონ, სადაც თავისუფლება პასუხისმგებლობასაც ითვალისწინებს!

ახლა საქართველოს დავუბრუნდეთ. საკმაოდ მძაფრი რეაქცია მოჰყვა ირაკლი ვაჭარაძის ნაბოდვარს („ყველა მონაზონი უნდა დაორსულდეს!“), რომელმაც „იდენტობისთვის“ ჩვეული სარკაზმით შეურაცხყოფა მიაყენა ქართულ ეკლესიას. ნიშანდობლივია ისიც, რომ ვაჭარაძის გამოხტომა საქართველის პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს უკავშირდება!

დავიწყოთ იქიდან, რომ „იდენტობა“ სწორედ ასეთი აღვირახნილი განცხადებების გასაკეთებლად შეიქმნა და იგი, როგორც ამბობენ, „ნოყიერად“ იკვებება!..

როგორც მოსალოდნელი იყო, მართლმადიდებელმა მრევლმა, ანუ ქართული საზოგადოების მნიშნელოვანმა ნაწილმა, ვაჭარაძის ნაბოდვარი შეურაცხყოფად მიიღო და ადექვატური რეაქციაც მოაყოლა, მაგრამ, ეს „განრისხება“ სოციალურ ქსელს არ გასცილებია. უფრო აქტიური მოქმედებისკენ გვიბიძგა „თავისუფალმა თაობამ“ (ლადო სადღობელაშვილი) და „რელიგიის ინსტიტუტმა (ზვიად ტომარაძე), რომლებმაც „იდენტობის“ წინააღმდეგ სახელდახელო აქცია დაგეგმეს და საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

საკმაოდ გონივრული იყო საპატრიარქოს (კონკრეტულად მისი უწმინდესობის) პოზიცია. საქართველოს პატრიარქმა მოუწოდა აქციის ორგანიზატორებს თავი შეეკავებინათ დაგეგმილი აქციისგან, რადგან ადვილად მოსალოდნელი იყო ეს მშვიდობიანი პროტესტი ურთიერთდაპირისპირებაში გადაზრდილიყო.

კაცმა რომ თქვას, სწორე ეს იყო ვაჭარაძისა და მისი დამქაშების მიზანიც _ დაპირისპირება რელიგიურ ნიადაგზე, რომელიც ნოყიერ ნიადაგს ქმნის ანტიქრისტეს მოციქულთა შემდგომი მოქმედებებისთვის.

ჩემთვის, როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის, ნამდვილად მიუღებელია ეკლესიის და მისი სულიერი მწყემსმთავრის შეურაცხყოფა, მაგრამ, ასევე მიუღებელია ქრისტიანმობის ხმალაღებულ დამცველად სახელდახელოდ შექმნილი არასამთავრობოები მოგვევლინონ - თუ პროტესტის აუცილებლობა არსებობს, ეს მართლმადიდებელმა მრევლმა უნდა გააკეთოს და მას უფრო სხვა დატვირთვა, უფრო ორგანიზებული ხასიათი მიეცემა.

რაც შეეხება ვაჭარაძის გამოხტომას, რომელიც ბოკერიებს, რამიშვილებს და მათ „პატრონებს“ ახმოვანებს, საერთოდ, იგნორირება უნდა გავუკეთოთ. ისინი სწორედ ანალოგიური პროვოკაციის მოლოდინში არიან და არ არის გამორიცხული, უფრო უკიდურეს პროვოკაციებზეც წავიდნენ.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბოროტებას ბოროტებითვე ვერ დავამარცხებთ არა მგონია, სადღობელაშვილის მიერ დაგეგმილი აქციებით „იდენტობა“ გავანადგუროთ, ან ბოკერია-რამიშვილებს ხელი ავაღებინოთ ავანტიურისტულ განზრახვაზე.

 

ჩვენი ცდა გაცილებით (ასჯერ მეტად) უფრო ეფექტური იქნება, თუ ქართველი მართლმადიდებელი მრევლი რწმენაში გაძლიერდება (არადა ძალიან მომრავლდნენ ფსევდომორწმუნეები) და საერთო მტრის წინააღმდეგ გაერთიანდება. როგორც ჩანს, მტერი არც ისე სუსტია, თუმცა, არც დაუმარცხებელი! („ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია“!..).


ჩვენი ცდა გაცილებით ეფექტური იქნებოდა, საზოგადოებას (უპირველესად მართლმადიდებელი მრევლს) ერთსულოვნად ეხუვლა და ხელი შეეშალა ხელისუფლებისთვის მიეღო ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც მაქსიმალურად იცავს უმცირესობის უფლებებს უმრავლესობის წინააღმდეგ!

არ მიყვარს იარლიყების მიკერება, მაგრამ, რატომღაც მგონია: ის ადამიანები შავი ასოებით შევლენ საქართველოს ისტორიაში, ვინც ხელი აუწია ანტიდისკრიმინაციულ კანონის მიღებას საქართველოს პარლამენტში.

თუ ყურთბალიშზე ვისხდებით, მომავალში არც სხვა სურპრიზებისგანაც ვიქნებით დაზღვეული!

P.S.მიუხედავად იმისა, რომ მათ ვერ თანავუგრძნობ, მე ბისექსუალებზე, ტრანსექსუალებზე, მამათმავლებზე და ლესბოსელებზე მეტად მათი „უფლებების“ მხარდამჭერები უფრო მაღიზიანებს. დიახ, სექსუალური გადახრები მათი ცხოვრების არჩევანია - მნიშვნელობა არა აქვს დედის მუცლიდან გამოჰყვათ თუ მერე შეიძინეს.

კიდევ ერთხელ ვადასტურებ, ბოკერიები-რამიშვილები, ვაჭარაძეები უფრო მიუღებელია ჩემთვის, ვიდრე კესარიები და მათი „და-ძმანი“. ამით იმის თქმა არ მინდა, რომ ჩვენ ტაში უნდა დავუკრათ სექსუალურ აღვირახსნილობას, მაგრამ უფრო მეტად საშიშნი არიან მათი „უფლებების“ დამცველები, რომლებიც ჭეშმარიტი მართლმადიდებლობის ხილულ მტრებად გვევლინებიან.

და კიდევ: ძალიან მაღიზიანებს, როცა ასეთი ფაქიზი თემები პოლიტიკური სპეკულაციის საბაბი ხდება და ვიღაც-ვიღაცები ამით პოლიტიკური ქულების ჩაწერას ცდილობენ!

                                              ზაურ ნაჭყებია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: