გედევან ფოფხაძე: "უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურა პოლიტიკური გადაწყვეტილების საგანია"

გედევან ფოფხაძე: "უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურა პოლიტიკური გადაწყვეტილების საგანია"

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურა ძალიან სერიოზული პოლიტიკური გადაწყვეტილების საგანია. ეს არ უნდა იყოს ერთი ინსტიტუტის პოლიტიკური გადაწყვეტილების საკითხი - განცხადებას ამის შესახებ  საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძზე აკეთებს: 

"უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურა ძალიან სერიოზული პოლიტიკური გადაწყვეტილების საგანია. ეს არ უნდა იყოს ერთი ინსტიტუტის პოლიტიკური გადაწყვეტილების საკითხი. ბუნებრივია, პრეზიდენტი წარმოადგენს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურას და პარლამენტი ამტკიცებს ან არ ამტკიცებს მას. შესაბამისად, თუ ანგარიში არ გაეწევა პარლამენტში არსებულ განწყობებს, კონსენსუსი ვერ შედგება. გადაწყვეტილება ვერ იქნება მიღებული. ამიტომ, ამ შემთხვევაში კონსულტაციები არის აუცილებელი. თუ გადაწყვეტილების მიღება გვინდა, აუცილებლად უნდა შევაჯეროთ პოზიციები. ის, თუ ვინ იქნება ათი წლის განმავლობაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ამაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ქვეყანაში სამართლებრივი პროცესების განხორციელება, ადამიანის უფლების დაცვა და პოლიტიკური სტანდარტების დამკვიდრება", - განაცხადა ფოფხაძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: