გიორგი თევზაძე რუსული კომპანია"როსნეფტის" ფოთის პორტში შესაძლო შესვლას აპროტესტებს

გიორგი თევზაძე  რუსული კომპანია"როსნეფტის" ფოთის პორტში შესაძლო შესვლას აპროტესტებს

უფლებადამცველი გიორგი თევზაძე , რუსული კომპანია"როსნეფტის" ფოთის პორტში შესაძლო შემოსვლას აპროტესტებს და ავრცელებს განცხადებას როგორც განცხადებაშია აღნიშნული "ბოლო დღეებში გავრცელებულმა ინფორმაციამ რუსერთის სახელისუფლო ეკონომიური მძლავრი ბერკეტის ,,როსნეფტი"-ს მიერ ფოთის პორტის შესაძლო დაუფლებამ საზოგადოებაში სამართლიანი პროტესტი გამოიწვია, ჯერ ერთი ეს გადაწყვეტილება შესაბამისობაში არ მოდის კანონი "ოკუპაციის შესახებ", ანუ ნებისმიერი მიღებული გადაწყვეტილება ,,როსნეფტი"-ს მიერ ფოთის პორტის დაუფლებასთან დაკავშირებით ჩაითვლება უკანონოთ ვინაიდან როგორც ავღნიშნენე იგი ეწინააღმდეგება კანონს " ოკუპაციის შესახებ "მედია ხელისუფლება პატივს სცემს კანონის ლეგულაციებს და გაითვალისწინებს მას, ამასთანავე ყველასათვის ცნობილია, რომ აღნიშნული კომპანია წარმოადგენს უკუპანტი სახელმწიფოს რუსეთის ეკონომიურ მძლავ ინსტრუმენტს ,აღნიშნული კომპანიის "როსნეფტის" მიერ ფოთის პორტში აქციების შესყიდვა,როგორც სჩანს კავშირშია რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთში მიმდებარე ნავთობ მომპოვებელ საქმიანობის წარმოების გავითარებასთან, ამასთანავე როგორც საზოგადოებაში ინფორმაციამ გაიჟღერა სუფსაში ეკონომიკური ჰაბის მშენებლობაში რუსეთის ინტერესებიც იკვეთება ყოველივეს გათვალისწინებით ცხადი ხდება, რომ საჭიროა საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ურთიერთ კონსულტაციის შედეგად დაადგინოს ახალი მკაცრი საკანონმდებლო რეგულაციები, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ეროვნულ ინტერესებს დაიცავს ,და არ მიეცემა საშუალებას ოკუპანტი ქვეყნას განახორციელოს და გაატაროს თავისი ეკონომიური ინტერესები საქართველოში , რომელიც განაპირობებს უმეტეს წილად საქართველოს ეკონომიკური ბერკეტების ხელში ჩაგდებას რომლითაც რუსეთს მიეცემა საშვალება განახორციელოს საქართველოს მიმართ ჩვეული "შეზღუდვები" რაც თავისთავად გახდის საქართველოს რუსეთზე ენერგოდამოკიდებულს, რაც შეეება ხელისუფლების მხრიდან იმ "არგუმენტების " მოშველიება, რომ წინახელისუფლებას გარკვეული სახის მსჯელობები თურმე ქონდა გამართული რუსეთის მხარესთან აღნიშნული რუსული კომპანია"როსნეფტის" ფოთის პორტში შემოსვლასთან დაკავშირებით, იმედია წინა ხელისუფლების დაშვებულ "შეცდომას" თუ მას " შცდომა" ეწოდება ახალი ხელისუფლება არ გაიმეორებს, სწორედაც წინახელისუფლების მიერ დაშვებული "შეცდომების" შედეგი იყო ის, რომ ქართველმა ხალხმა 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებში წინა ხელისუფლებას ქვეყნის მართვის ნდობის მანდარტი აღარ მისცეს და მომავლის უკეთესი იმედითა და ქვეყნის სახელმწიფო ინტერესების დაცვა ახალ ხელისუფლებას ანდო, ამიტომაც იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვა განურჩრვლად თითეული მოქალაქის ვალდებულებაა." აღნიშნულია უფლებადამცველის გიორგი თევზაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: