გიორგი ლაღიძე: ხელისუფლება ცდილობს ოპოზიციური ძალების მარგინალიზაცია მოახდინოს

გიორგი ლაღიძე: ხელისუფლება ცდილობს ოპოზიციური ძალების მარგინალიზაცია მოახდინოს

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი ჯეროვნად ვერ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას და ის შინაგან საქმეთა სამინისტროს ლობისტია. აღნიშნულ საკითხზე პარტია "მომავალი საქართველოს" თავმჯდომარემ, გიორგი ლაღიძემ "ივერიონის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი თქმით, ხელისუფლებამ მთელ რიგ საკითხებში სრული უუნარობა გამოავლინა. 

"მინდა გითხრათ, რომ დეღეს არასტაბილური პოლიტიკური მდგომარეობაა, ხელისუფლება ვერ ასრულებს თავისი დანაპირების დიდ ნაწილს, აქედან გამომდინარე ხელისუფლებისადმი უკმაყოფილების განცდა იზრდება. ამას ემატება უმძიმესი სოციალური მდგომარეობა, ეროვნული ვალუტის გაუფასურება, რომელიც უმძიმეს ტვირთად დააწვა ჩვენს მოსახლეობას.  ეს კატასტროფულ დარტყმას აყენებს ხელისუფლების რეიტინგს, ხელისუფლებისას, რომელმაც  სრული უუნარობა გამოავლინა მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით, მათ არ შესწევთ უნარი გადაწყვიტონ ქვეყნის წინაშე დამდგარი უმწვავესი პრობლემები. საერთო ჯამში ეს მდგომარეობა ჩვენ უნდა შევაფასოთ, როგორც არასტაბილური მდგომარეობა . ხელისუფლება ცდილობს ოპოზიციური ძალების მარგინალიზაცია მოახდინოს, რაც პოლიტიკური  პროცესების გაჯანსაღებას არ უწყობს ხელს." 

       გიორგი ლაღიძის შეფასებით, დღეს ერთი შეხედვით სტაბილური მდგომარეობაა. თუმც ასე ნამდვილად არ არის, წინ ჩვენ გვაქვს გაზაფხული და უნდა ველოდოთ  საზოგადოების გააქტიურებას და საპროტესტო ტალღას მოსახლეობის მხრიდან. ლაღიძის განცხადებითხელისუფლება ქვეყანაში პოლიციური რეჟიმის დამყარებას ცდილობს. 

"მმართველმა გუნდმა წამოწია საკითხი, რომ სისხლის სამართლის კოდექსში და სააპროცვესო კოდექსში შევიდეს ცვლილებები და ასე ვთქვათ ხდება ჩვენი ქვეყანაში პოლიციური რეჟიმის დამყარება, ვგულისხმობ ჩხრეკას, რაზეც საუბარი იყო და გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საკითხი შეჩერდა, თუმცა ამ საკითხის წამოწევა, რომ ოპერატიულმა მუშაკმა, ან სამართალდამცავი ორგანოებისს წარმომდგენელებმა ჩხრეკის ოქმის შევსების გარეშე მოქალაქე გაჩხრიკონ , გონივრული ეჭვის საფუძველზე, არის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი ჯეროვნად ვერ ასრულებს თავის ფუნქციებს  და  ის არის ლობისტი შინაგან საქმეთა სამინისტროსი საკანონმდებლო ორგანოში. ეს არის ის რეალობა, რაც ჩვენ გვაქვს სახეზე".

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: