რუსეთი ახალი სანქციების მოლოდინში

რუსეთი ახალი სანქციების მოლოდინში

ევროპარლამენტი ევროკავშირს რუსეთზე ზეწოლის პოლიტიკის გაგრძელებისკენ მოუწოდებს. შესაბამისი რეზოლუცია დეპუტატებმა დღევანდელ სესიაზე მიიღეს.

მათი აზრით, იმ შემთხვევაში თუ უკრაინის კრიზისის დარეგულირების პროცესში პროგრესი არ იქნება, ევროკავშირმა რუსეთს ახალი შეზღუდვები უნდა დაუწესოს.

დეპუტატების რეკომენდაციის თანახმად, სანქციები შესაძლოა შეეხოს ენერგეტიკისა და ფინანსურ სფეროებს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: