მოადგილეები უკვე კულტურის მინისტრსაც ჰყავს!

მოადგილეები უკვე კულტურის მინისტრსაც ჰყავს!

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილეების ვინაობა უკვე ცნობილია.


მინისტრმა მოადგილეები ჟურნალისტებს სპეციალურად გამართულ ბრიფინგე წარუდგინა.  ესენი არიან: ალექსანდრე მარგიშვილი, იური მეჩითოვი, ხათუნა ხუნდაძე და მარინა მიზანდარი.


მინისტრმა გურამ ოდიშარიამ თავისი ერთ-ერთი მოადგილე ხათუნა ხუნდაძე გერმანიიდან მოიწვია. მისი თქმით, ხუნდაძეს სამხატვრო აკადემია შტუტგარტდში აქვს დამთავრებული და ის სამინისტროში კულტურული ღონისძიებებს გაუწევს კურატორობას.

მინისტრის კიდევ ერთ მოადგილეს მარინე მიზანდარს კი, ბელგიასა და საქართველოში არაერთი პროექტი აქვს განხორციელებული. როგორც გურამ ოდიშარიამ განაცხადა, მარინე მიზანდარს აქვს ის პოტენციალი, რაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გამოადგება.

კულტურის მინისტრის კიდევ ერთი მოადგილე იქნება ფოტოხელოვანი იური მეჩითოვი. მინისტრმა აღნიშნა, რომ იური მეჩითოვმა არაერთი მნიშვნელოვანი ისტორიული ფოტოკადრი შექმნა.

რაც შეეხება მინისტრის პირველ მოადგილეს - ალექსანდრე მარგიშვილს, ის იურიდიულ და ეკონომიკურ საკითხებზე იმუშავებს. ასევე, ალექსანდრე მარგიშვილი კულტურის სამინისტროს საპარლამენტო მდივანიც იქნება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: