რატომ ისესხა 140 ათასი დოლარი ალექსანდრე ჭიკაიძემ?

რატომ ისესხა 140 ათასი დოლარი ალექსანდრე ჭიკაიძემ?

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს,  ბანკის ვალი, რიგითი მოკვდავების გარდა, ძლიერთა ამა სოფლისათა პრობლემაც ყოფილა.  

როგორც გაირკვა, შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ყაზბეგისა და მიცკევიჩის ქუჩებს შორის 293.00 კვ.მ ფართობის ბინას იშენებს, რომელიც სავარაუდოდ 169 ათასი დოლარი ჯდება.

ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული იპოთეკური სესხი 140 ათასი დოლარის ოდენობით, რაც არსებული ინფორმაციით, ჭიკაიძემ მშენებარე ბინის ასაშენებლად ისესხა.

რაც შეეხება 2014 წელს ოჯახის შემოსავალს, ალექსანდრე ჭიკაიძემ 81569 ლარი მიიღო, ხოლო დედამ მზია მაღალდაძემ -12972 ლარი.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: