მამა ილია კარტოზიას ცხედარს ხვალ გადმოასვენებენ

მამა ილია კარტოზიას ცხედარს ხვალ გადმოასვენებენ

ადრიატიკის ზღვაში, სამგზავრო გემ "ნორმან ატლანტიკზე" კატასტროფის დროს დაღუპული არქიმანდრიტ ილია კარტოზიას ცხედარს საქართველოში ხვალ გადმოასვენებენ.

ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქართველი სასულიერო პირის ცხედარს თბილისში დღის მეორე ნახევარში ჩამოასვენებენ. 

არსებული ინფორმაციით, მამა ილიას მცხეთის მამათა მონასტრის ეზოში დაკრძალავენ, რომლის წინამძღვარიც იყო.  

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: