საქართველოს პრემიერ-მინისტრი მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი შვეიცარიაში რიგით 45-ე სესიაზე დასასწებად 20 იანვარს გაემგზავრება. ღარიბაშვილი
დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს დელეგაციაში ასევე შედიან: ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ბაჩიაშვილი, ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია, ასევე" საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე.

პრემიერი სიტყვით გამოვა სესიაზე -  შესსიონ თრაველ ანდ თრადე Session Travel and Trade in a High-Risk Era,  Luncheon: Europe Growth Markets.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს "მსოფლიო ლიდერების არაფორმალურ შეხვედრა"-ში, სადაც განისაზღვრება მომავალი წლის ეკონომიკური პრიორიტეტები.

ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი რამდენიმე ქვეყნის პირველ პირთან პირისპირ შეხვედრასაც გამართავს. დაგეგმილია შეხვედრები მსოფლიოში წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებთან.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: