NGO: შსს-ს მიერ შეთავაზებული კანონპროექტი მედიის თავისუფლებას შეზღუდავს!

NGO: შსს-ს მიერ შეთავაზებული კანონპროექტი მედიის თავისუფლებას შეზღუდავს!

შსს-ს მიერ ინიცირებულ კანონპროექტს არასამთავრობო ორგანიზაციები კონსტიტუციის დარღვევად მიიჩნევენ. სამოქალაქო სექტორი აღნიშნავს, რომ ცვლილება, პირველ რიგში, მედიის თავისუფლების შეზღუდვას გამოიწვევს.

"ადამიანის მიერ გარკვეული მოსაზრების გამოთქმა შეიძლება გახდეს დაჯადი, მიუხედავად იმისა, რომ ეს გამონათქვამი არანაირი კონკრეტული ძალადობრივი ქმედების პროვოცირებას არ ახდენს. ეს წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლით გარანტირებულ სიტყვის და აზრის თავისუფლებასთან. თუკი საქართველოს პარლამენტი აღნიშნულ კანონს მიიღებს, ის განწირულია იმისათვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ეს ნორმა არაკონსტიტუციურად გამოაცხადოს." - აცხადებს "საიას" სამართალწარმოების იურისტი გიორგი გოცირიძე.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" საპარლამენტო მდივანი ლიკა საჯაია მიიჩნევს, რომ აღნიშნული კანონი, შესაძლოა, მედიის თავისუფლების შესაზღუდად გამოიყენონ.

"ეს კანონი შეიძლება ძალიან ცუდად იყოს გამოყენებული მედიის თავისუფლების წინააღმდეგ. მით უმეტეს, რომ ითვალისწინებს იურიდიული პირების დასჯასაც და ითვალისწინებს, გარკვეული განცხადებებისთვის მოხდეს იურიდიული პირების პასუხისმგებლობა და  ეს კანონი იქცეს იარაღად იმ სახელისუფლებო წრეების, ძალების ხელში, რომლებსაც სურთ ანგარიშსწორება." - აცხადებს საჯაია.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: