თამარ კორძაია:მოწოდების კრიმინალიზაცია თან ასეთი მკაცრი სანქციით, საფრთხისშემცველია!

თამარ კორძაია:მოწოდების კრიმინალიზაცია თან ასეთი მკაცრი სანქციით, საფრთხისშემცველია!

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამარ კორძაია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ  ინიცირებულ იმ კანონპროექტს ეხმაურება და აცხადებს, რომ
 ესუხლი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას გამოიწვევს.


"მოწოდების კრიმინალიზაცია თან ასეთი მკაცრი სანქციით, მე ვფიქრობ, რომ საფრთხისშემცველია. მუხლი გამოიწვევს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას. რა თქმა უნდა, მედიაორგანიზაციებსაც დაარტყამს, მაგრამ ეს გაცილებით უფრო ფართო პრობლემაა. ეს ეხება თითოეულ ადამიანს საქართველოში და შეიძლება, ვიღაცამ კონკრეტული მოქალაქის მიერ გამოხატული მოსაზრება ჩათვალოს ძალადობისკენ მოწოდებად, რომელსაც, შესაძლოა, საერთოდ არავითარი შედეგი არ მოჰყვეს",-განაცხადა კორძაიამ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: