„ნაციონალებიდან“ „ოცნების“ ჯიბეში პორტირებული წილები - რას მალავს ღარიბაშვილი?!

„ნაციონალებიდან“ „ოცნების“ ჯიბეში პორტირებული წილები - რას მალავს ღარიბაშვილი?!

კარგად გვახსოვს პრემიერ მინიტრის დავალება, რომელიც კონკურენციის საგენტოს მისცა. პრემიერმა კონკურენციის სააგენტოს მისცა მითითება გაერკვია, რამდენად სამართლიანი იყო საწვავზე არსებული ფასები. კონკურენციის სააგენტოს ათ დღეში უნდა წარედგინა პრემიერისთვის კვლევის შედეგები, რაც ნამდვილად კიდევ ერთი სკანდალის მიზეზი გახდებოდა. სკანდალის მიზეზს, ბატონი პრემიერი საგულდაგულოდ რომ მალავს, ამაში უკვე ეჭვი აღარავის ეპარება. საწვავის ფასებთან არსებული რეალური  სურათი ღარიბაშვილისთვის იმ შუალედური ანგარიშიდან გახდა ცნობილი, რომელიც კონკურენციის სააგენტომ პრემიერს ერთი კვირის წინ წარუდგინა. 

რატომ დუმს ღარიბაშვილი? პასუხი მარტივია, სიმართლის გამოაშკარავების შემთხვევაში, ხელისუფლებას კიდევ ერთ თავსატეხი გაუჩნდება, რა უპასუხოს  შეკითხვებს, პირველ რიგში კი - ვინ მფარველოს ნავთობლომპანიებს და ვის ჯიბეში მიდის წილები?

რამდენი ხანიც არ უნდა დუმდეს ხელისუფლება, ადრე თუ გვიან, მართალია "არაფორმალურად", მაგრამ საზოგადოება სიმართლეს მაინც გაიგებს. მანამდე კი პასუხის მოლოდინში მყოფი ოპოზიცია საპროტესტო აქციების დაწყებავს გეგმავს, სადაც საწვავზე არსებულ მაღალ ფასებს გააპროტესტებს.  

"ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია აცხადებს, რომ დღეს პოლიტსაბჭოს სხდომაზე გახდება ცნობილი, თუ როგორ უნდა იმოქმედონ ენერგომაფიისა და კორუმპირებული  ჩინოვნიკების წინააღმდეგ. ბაღათურიას თქმით, ქვეყანაში კორუფცია ყვავის და თუ ოპოზიციამ დროულად არ იმოქმედა, შედეგი სავალალო იქნება.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: