ეკა ბესელია: არსებობს ტალიავინის დასკვნა, რომელიც ევროკავშირის ეგიდით მომზადდა!

ეკა ბესელია: არსებობს ტალიავინის დასკვნა, რომელიც ევროკავშირის ეგიდით მომზადდა!

უმრავლესობის წარმომადგენელმა, ეკა ბესელიამ რუსეთის მიერ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მასალების სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში გაგზავნის შესახებ განაცხადა, რომ ეს საკითხი დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილი არ არის.

დეპუტატის თქმით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით თავად ქართული მხარის მიერ, საერთაშორისო ორგანიზაციებში მასალები 2008 წლიდან არის გადაგზავნილი.


"არ ვიცი, რა გადააგზავნა რუსეთის ხელისუფლებამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში. ჩვენ ვიცით, რომ არის ევროსაბჭოს 2008 წლის რეზოლუცია, სადაც შეფასდა აგვისტოს მოვლენები, საომარი მოქმედებების დაწყება და სადაც, მათ შორის, ქართული მხარის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზეც არის საუბარი. აღნიშნულ რეზოლუციას ხმა ევროსაბჭოში წინა საპარლამენტო დელეგაციამაც მისცა. მასალები ჰააგის სასამართლოს გადაეგზავნა. მიმდინარეობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურა. ამიტომ ჩვენ საკითხს ვიხილავთ, თუ რა რეაგირება მოახდინა ევროპის საბჭომ და რა გადაიგზავნა საქართველოს მხრიდან. ასევე არსებობს ტალიავინის დასკვნა, რომელიც ევროკავშირის ეგიდით მომზადდა. აღნიშნული დასკვნა დაედო საფუძვლად ევროსაბჭოს რეზოლუციასაც და შემდეგ ჰააგაში მასალების გადაგზავნას. აღნიშნული დოკუმენტით პასუხისმგებლობა დაეკისრა არა მარტო საქართველოს მხარეს, არამედ რუსულ მხარეს, რადგან აგრესია საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელდა და მოხდა საქართველოს ტერიტორიების ნაწილის ოკუპაცია. დასკვნაში დეტალურად არის მიმოხილული რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა", - განუცხადა ეკა ბესელიამ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: