ირმა ჭკადუა: ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეში მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, სერიოზული პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგა

ირმა ჭკადუა: ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეში მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, სერიოზული პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგა

ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განაცხადა, რომ ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეში ახალი მტკიცებულებები და ოთხი მოწმე გამოჩნდა, რის შემდეგაც გამოძიების წინაშე სერიოზული პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგა.

"გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებს ვერ გეტყვით. თუმცა შემიძლია, გითხრათ, რომ ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეში 4 ახალი მოწმეა, რომელთა ჩვენებების მიხედვით, სერიოზული პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგა. მოწმეების ნაწილი საქართველოში არ იმყოფება. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მუქარები ბატონი იურის მისამართით," - აცხადებს ჭკადუა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: