გიგლა ბარამიძე: საქმის გაუხსნელობიდან ხელისუფლების კოლაფსამდე ერთი ნაბიჯია!

გიგლა ბარამიძე: საქმის გაუხსნელობიდან  ხელისუფლების კოლაფსამდე ერთი ნაბიჯია!

"გაერთიანებული დემოკრატიული მკვლელობა დიდი სისასტიკითა და ცინიზმითაა ჩადენილი. ამ მკვლელობის და გახსნის დაგვიანბა არის ის ზღარი, რომლის შემდგაც ხელისუფლების კოლაფსამდე ერთი ნაბიჯია. აღნიშნულზე გიგლა ბარამიძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ "კვირას" პრესკლუბში ისაუბრა.

მისი განცხადებით, ვაზაგაშვილის საქმის გაუხსნელობა ან გახსნის დაგვიანება არის ის ზღვარი, რომლის შემდეგაც ხელისუფლების კოლაფსამდე ერთი ნაბიჯია.

"ეს დიდი ტრაგედიაა. მკვლელობა დიდი სისასტიკითა და ცინიზმითაა ჩადენილი. შვილის სიკვდილისა და უსამართლობის გამო გულდამძიმებულ მამას რომ შვილის საფლავზე ააფეთქებ, ეს რაღაც განსაკუთრებული კაცთმოძულეობაა. მივმართავ ხელისუფლებას და ვაფრთხილებ, ვაზაგაშვილის საქმის გაუხსნელობა ან გახსნის დაგვიანება არის ის ზღვარი, რომლის შემდეგაც ხელისუფლების კოლაფსამდე ერთი ნაბიჯია. თქვენ უნდა გააკეთოთ, რაც გასაკეთებელია და სხვა მიმართულებით ხელს არ უნდა იშვერდეთ",- აღნიშნა გიგლა ბარამიძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: