რუსეთსა და აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკას შორის სტრატეგიული შეთანხმების რატიფიცირება მოხდა

რუსეთსა და აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკას შორის სტრატეგიული შეთანხმების რატიფიცირება მოხდა

რუსული მდიის ცნობით, რუსეთის სახელმწიფო დუმამ რუსეთსა და აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკას შორის სტრატეგიული შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. მათი ცნობით, რატიფიცირებას 441-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა, ერთმა დეპუტატმა კი ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. ე.წ.მოკავშირეობისა და სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულებას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ გასული წლის 24 ნოემბერს მოაწერეს ხელი. შეთანხმების ერთ-ერთი დებულება ერთიანი შეიარაღებული ძალების შექნასა და საქართველოსთან ე.წ. საზღვრის ერთობლივ დაცვას ითვალისწინებს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: