ყველა ასაკით პენსიონერი თანაბარი რაოდენობის პენსიას მიიღებს

ყველა ასაკით პენსიონერი  თანაბარი რაოდენობის  პენსიას მიიღებს

2013 წლიდან ყველა ასაკით პენსიონერისათვის პენსიის რაოდენობა თანაბარი იქნება. ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავდნენ.

ნოდარ ხადურის განმარტებით, მთავრობის მიზანია მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება. ახალი ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მომავალი წლისთვის ნომინალური შიდა პროდუქტი 10-11%-ით გაიზრდება და 29,3 მილიარდი ლარი იქნება. შენარჩუნდება ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის სტაბილურობა.

ფინანსთა მინისტრმა ასევე ისაუბრა საგადასახადო კოდექსში ცვლილებების  პროექტზეც, რომელიც ბიუჯეტის პროექტთან ერთად შემოვიდა პარლამენტში განსახილველად.  პროექტი წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვან სიახლეებს ითვალისწინებს, მაგალითად განსაზღვრულია დაუბეგრავი მინიმუმის შემოღება, რაც თითოეული დაბალშემოსავლიანი მოქალაქისათვის საშემოსავლო გადასახადის 20-დან 18 პროცენტამდე შემცირებაზე უფრო რეალურ ეფექტს მოახდენს. 

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ბიუჯეტის პროექტის განხილვაში მონაწილეობდნენ აუდიტის სამსახურის, საბანკო  და საზოგადოებრივი სექტორის წარმომადგენლები. ფინანსთა მინისტრმა ამომწურავად უპასუხა მათ მიერ დასმულ შეკითხვებს.

"საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი "საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი ხვალ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განიხილება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: