გაგი მოსიაშვილი: თუ გარდაცვალებამდე იური ვაზაგაშვილს შეხვდა ბიძინა ივანიშვილი უნდა დაიკითხოს

გაგი მოსიაშვილი: თუ გარდაცვალებამდე იური ვაზაგაშვილს შეხვდა ბიძინა ივანიშვილი უნდა დაიკითხოს

ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ  იმ შემთხვევაში, თუკი გარდაცვალებამდე იური ვაზაგაშვილი ბიძინა ივანიშვილს ესაუბრა, ივანიშვილის დაკითხვა აუცილებლად უნდა მოხდეს.


ადვოკატი  აღნიშნავს, რომ მას ზუსტი ინფორმაცია არ აქვს ეს შეხვედრა ნამდვილად შედგა თუ არა.


"ვერ დავადასტურებ, ნამდვილად გაიმართა თუ არა ეს შეხვედრა. მაგრამ თუკი იური ვაზაგაშვილი გარდაცვალებამდე შეხვდა ბიძინა ივანიშვილს, მაშინ ბიძინა ივანიშვილით გამოძიება უნდა დაინტერესდეს და აუცილებელია, მოხდეს მისი დაკითხვა. საინტერესოა, რა ინფორმაციას ფლობდა ბიძინა ივანიშვილი ზურაბ ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით", - განაცხადა  მოსიაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: