ირაკლი ალასანია: შექმნილ ვითარებაზე მთელი პასუხისმგებლობა ირაკლი ღარიბაშვილმა უნდა გაიზიაროს

ირაკლი ალასანია: შექმნილ ვითარებაზე მთელი პასუხისმგებლობა ირაკლი ღარიბაშვილმა უნდა გაიზიაროს

  "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის  ირაკლი ალასანიას განცხადებით  ალექსანდრე ჭიკაიძეს თანამდებობა ბიძინა ივანიშვილმა დაატოვებინა.

"ჭიკაიძეს უნდა დაეტოვებინა თანამდებობა. მას თანამდებობა დაატოვებინეს. დარწმუნებული ვარ, ეს იყო გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ისე, რომ არც კი დაელოდა ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებას ან ქვეყანაში მის დაბრუნებას. მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა, თუმცა, არ არის საკმარისი. ბუნებრივია, მთელი სიმძიმე ამ პერიოდის განმავლობაში არაკომპეტენტური, არაკვალიფიციური კადრების წინ წამოწევის და მათთვის ამხელა უწყებების ბედის ჩაბარების პირდაპირ ირაკლი ღარიბაშვილს ეკუთვნის, ამიტომ მთელი პასუხისმგებლობა უნდა გაიზიაროს ღარიბაშვილმა იმ შექმნილ ვითარებაზე, მათ შორის, კრიმინოგენურზე, რაც ქვეყანაშია და არაპირდაპირ კი, ეს არის ბუნებრივი შედეგი არასწორი საკადრო პოლიტიკის, რომელიც არაფორმალური მართვით ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა.

პირველ რიგში, უნდა შეგვეცვალა სისტემა და მართვის მოდელი ძალოვანი სტრუქტურების და პროკურატურის. ახლა, როდესაც ე.წ. კაბელების საქმე გახდა ცნობილი და იქაც აღმოჩნდა, რომ პრაქტიკულად, ხელში არაფერი აქვთ, ჭიმავენ და დებენ სასამართლო განხილვებს, ამის მერე დადგა და აღიარა ღარიბაშვილმაც და ივანიშვილმაც, რომ პროკურატურის სისტემაში თურმე რეფორმაა ჩასატარებელი, მანამდე ყველაფერი კარგად იყო", - განაცხადა ალასანიამ და დასძინა, რომ სამართალდამცველი სისტემის ძირეული რეფორმაა დასაწყები.


საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: