ზაქარია ქუცნაშვილი "ნაციონალების" მხარდამჭერი გახდა

ზაქარია ქუცნაშვილი "ნაციონალების" მხარდამჭერი გახდა

ამ სათაურით აქვეყნებს  ინფორმაციას " ევრაზიის ინსტიტუტი"  სადაც ნათქვამია, რომ მხოლოდ ამ დასკვნის გამოტანა შეიძლება "ქართული ოცნების" დეპუტატის, ზაქარია ქუცნაშვილის მოკლე ინტერვიუს წაკითხვისას, რომელიც მან სააგენტო "ასოშიეიტედ პრესს" დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული მეორე ქართველის გადმოსვენებასთან დაკავშირებით მისცა. ციტატა:

"ნებისმიერი ქართველის დაკარგვა დიდი ტკივილია, მაგრამ მე მესმის ქართველი პატრიოტებისა, რომლებიც ჩვენს მტრებს ყველგან ებრძვიან".

 

„საინტერესოა, რა დაუშავა ქუცნაშვილს დონეცკის მოსახლეობამ, როდის მერე გახდა ეს ხალხი ჩვენი "მტერი". ხოლო თუკი იგი რუსეთს გულისხმობს, მაშინ რატომ განსხვავდება მისი გამონათქვამი ასე მკვეთრად "ქართული ოცნების" ლიდერების გამონათქვამებისაგან?! შესაბამისად, ქუცნაშვილი მთლიანად "ნაციონალების" რიტორიკას იყენებს და ფაქტობრივად "ნაცების" მხარდამჭერი გამხდარა“. 

 

„ევრაზიის ინსტიტუტის“ შეფასებით, ქუცნაშვილი, გარდა იმისა, რომ მშიშარაა, მას პოლიტიკური სიმწიფეც აკლია. ხალხი დღეს იური ვაზაგაშვილის ვერაგული ტერაქტით არის აღშფოთებული და იგი ამაზე კრინტს არ ძრავს უცხოურ სააგენტოსთან. ნაცვლად ამისა, იგი "ნაციონალებს" ელაქუცება. ევრაზიის ინსტიტუტში ეჭვობენ, რომ ცალკეული "ცნობადი სახეების" ასეთმა სიმხდალემ და სიბრიყვემ  სიკეთე  მოუტანოს "ქართულ ოცნებას" .

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: