დავით კერესელიძე: კონფლიქტის მხარეები მოლაპარაკებების მაგიდას უნდა დაუბრუნდნენ!

დავით კერესელიძე: კონფლიქტის მხარეები მოლაპარაკებების მაგიდას უნდა დაუბრუნდნენ!

საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დავით კერესელიძემ ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე 24 იანვარს უკრაინაში, ქალაქ მარიუპოლის დასახლებაში პრორუსი სეპარატისტების მიერ სამოქალაქო დასახლების დაბომბვის ფაქტზე უწყების პოზიცია დააფიქსირა.

კერესელიძის განცხადეით, თითოეული შემთხვევა უნდა იყოს ზედმიწევნით გამოძიებული.

"ვუერთდებით საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებას, რომ კონფლიქტის მხარეებმა შეასრულონ მინსკის შეთანხმებები და რაც შეიძლება მალე დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს, იზიარებს მწუხარებას და თანაუგრძნობს დაღუპულთა ოჯახებს", - განაცხადა დავით კერესელიძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: