ბარაკ ობამა: "დიდი ქვეყნები მცირე სახელმწიფოებს არ უნდა ჩაგრავდნენ"

ბარაკ ობამა: "დიდი ქვეყნები  მცირე სახელმწიფოებს არ უნდა ჩაგრავდნენ"

აშშ-ის პრეზიდენტი, ინდოეთში ვიზიტის დროს, უკვე მეორედ გამოეხმაურა დონბასში ბრძოლების განახლებასა და მარიუპოლის დაბომბვას, რომლის შედეგადაც 30 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი დაიღუპა და 90-ზე მეტი დაიჭრა. მან ძალადობის ესკალაციაში კვლავ სეპარატისტები და მათი მფარველი რუსეთი დაადანაშაულა.

"ჩვენ საერთოდ არ ვართ დაინტერესებული რუსეთის დასუსტებასა და მისი ეკონომიკის დანგრევაში. ჩვენ, ისევე როგორც სხვა ქვეყნები, საკმაოდ დანტერესებული ვართ ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპის დაცვაში, კერძოდ დიდი ქვეყნები არ უნდა ჩაგრავდნენ მცირე სახელმწიფოებს", - განაცხადა ობამამ.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ის გეგმავს "გააძლიეროს ზეწოლა რუსეთზე" და "სამხედრო კონფრონტაციის გარდა, ყველა ხელმისაწვდომ დამატებით ბერკეტებს" განიხილავს.

"პუტინი უკრაინაში სისხლისღვრის გაძლიერებით, უფრო და უფრო მეტი უდანაშულო ადამიანს მოკვლით და სულ უფრო მეტ ტერიტორიების დაპყრობით, ჩვენ გამოცდას გვიწყობს და ცდილობს მოტეხოს ჩვენი სიმტკიცე. მას ეს არ გამოუვა" - განაცხადა სენატორმა დურბინმა.

მისი თქმით, აქამდე აშშ უკრაინას მხოლოდ "არალეტალურ აღჭურვილობას" აწვდიდა, მაგრამ ეს მდგომარეობა მალე შეიცვლება. "ჩვენ უსასრულოდ დიდხანს ვამბობდით, რომ არ გვინდა კონფლიქტის ესკალაცია. ახლა რუსები აღარ იმალებიან... ისინი უკრაინელ ხალხთან საბრძოლველად (რუსულ) სამხედრო ფორმაში გამოწყობილ ჯარისკაცებს აგზავნიან ", - განაცხადა სენატორმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: