სოზარ სუბარი: არც ერთი დამნაშავე დაუსჯელი არ დარჩება!

სოზარ სუბარი: არც ერთი დამნაშავე დაუსჯელი არ დარჩება!

 "არც ერთი დამნაშავე არ დარჩება დაუსჯელი, ამის პირობას ვიძლევი, როგორც მთავრობის წევრი და იურის თანამებრძოლი", - ამის შესახებ დევნილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა სოფელ ყარაფილაში, იური ვაზაგაშვილის სამოქალაქოს პანაშვიდზე განაცხადა.

"ყველამ ერთგული თანამებრძოლი, ძალიან მტკიცე ადამიანი დავკარგეთ, რომელიც 9 წლის განმავლობაში უსამართლობასთან ბრძოლის სიმბოლო იყო. იური ვაზაგაშვილი როგორც თავის სიცოცხლეში იყო ფლაგმანი უსამართლობასთან ბრძოლის, თავისი სიკვდილითაც შეასრულებს იმას, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი დაჩქარდება და არც ერთი დამნაშავე დაუსჯელი არ დარჩება. ამაში დარწმუნებული ვარ და ამის პირობას ვიძლევი, როგორც მთავრობის წევრი და თანამებრძოლი", - განაცხადა სუბარმა.

სუბარი განმარტავს, რომ ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის გამოძიება ბოლო ეტეპზეა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: