ირაკლი სესიაშვილი: ვახტანგ გომელაური საკმაოდ რთულ პერიოდში დაინიშნა!

ირაკლი სესიაშვილი: ვახტანგ გომელაური საკმაოდ რთულ პერიოდში დაინიშნა!

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, შშინაგან საქმეთა ახალი მინისტრი თავის მოვალეობას ეფექტურად შეასრულებს. სესიაშვილის თქმით, გომელაური ამ უწყებაში დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა. 

"ვახტანგ გომელაური საკმაოდ რთულ პერიოდში დაინიშნა, რამდენადაც, იგეგმება შს სამინისტროს რეფორმა, ამიტომ, მისი როლი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ამასთან, ქვეყანა ყოველდღიურად, კრიმინალთან ბრძოლის თვალსაზრისით გამოწვევის წინაშეა, რაშიც გომელაურს ეფექტურ საქმიანობას და გამარჯვებას ვუსურვებ",- განაცხადა სესიაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: