პაატა ზაქარეიშვილი: რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ეფექტურად ხორციელდება

პაატა ზაქარეიშვილი: რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ეფექტურად ხორციელდება

რუსეთის ქმედებები ყველასთვის მიუღებელია და სანქციები, რაც რუსეთის წინააღმდეგ დაწესდა, ეფექტურად ხორციელდება, ამიტომ, მიმაჩნია, რომ ამ სანქციების გამოყენება უნდა გაგრძელდეს. ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ რუსეთისთვის ხმის უფლების შეჩერების გაგრძელების თემის კომენტირებისას ისაუბრა.

"რუსეთის ქმედებები ყველასთვის მიუღებელია და სანქციები, რაც რუსეთის წინააღმდეგ დაწესდა, ეფექტურად ხორციელდება, ამიტომ, მიმაჩნია, რომ ამ სანქციების გამოყენება უნდა გაგრძელდეს. ვთვლი, რომ რუსეთი უფრო ფიქრობს თავის ნაბიჯებზე და საზოგადოებაში გარკვეულწილად იმ მოსაზრებების დიფერენცირება ხდება, რამდენად სწორია რუსული პოლიტიკა", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.



საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: