ოთარ დანელია: საგარეო საქმეთა მინისტრი განმარტებებს თავად გააკეთებს!

ოთარ დანელია: საგარეო საქმეთა მინისტრი განმარტებებს თავად გააკეთებს!

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია საგარეო უწყების პირველი პირის თამარ ბერუჩაშვილის განცხადებას ეხმაურება:

"მედიაში გავრცელებულ საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით, მინდა, მოკლე კომენტარი გავაკეთო. ვფიქრობ, რომ საქმე გვაქვს არასწორ ინტერპრეტაციასთან.
მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობას გამიჯნული გვაქვს რუსეთთან პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების საკითხები. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა არაერთხელ განაცხადა.


შესაბამისად, სავაჭრო-ეკონომიკურ ნაწილში ურთიერთობები გრძელდება, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი მეწარმეებისთვის, ფერმერებისთვის, გლეხებისთვის.


ვფიქრობ, საგარეო საქმეთა მინისტრი დამატებით განმარტებებს თავად გააკეთებს", - განაცხადა დანელიამ.


საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: