განაჩენის და ბრალდების ეტაპზე ირიბ ჩვენებას მნიშვნელობა აღარ მიენიჭება

განაჩენის და ბრალდების ეტაპზე  ირიბ ჩვენებას მნიშვნელობა აღარ მიენიჭება

საკონსტიტუციო სასამართლომ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის ის ნორმა სცნო არაკონსტიტუციურად, რომლის მიხედვითაც, ირიბი მტკიცებულებებით მოსამართლეს განაჩენის გამოტანა შეეძლო.

 

საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ირიბი მტკიცებულება, რომელიც არაპირდაპირი მოწმის მიერ მიღებულ ჩვენებას გულისხმობს სანდო არ არის. კონსტიტუციის მთავარი მოთხოვნაა, რომ საბრალდებო დასკვნა და განაჩენი უტყუარ მტკიცებულებას ეყრდნობოდეს.
სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, სხვა მტკიცებულებებთან ერთად, ირიბი ჩვენებაც ერთ-ერთ მყარ მტკიცებულებად ითვლებოდა.

 

 საკონსტიტუციო სასამართლომ 2-წლიანი მსჯელობის შემდეგ ჩათვალა, რომ არსებული ნორმა კონსტიტუციის ძირითად მოთხოვნებს ეწინააღმდეგებოდა.


ის, რომ არც განაჩენის და არც ბრალდების ეტაპზე გადამწყვეტი მნიშვნელობა ირიბ ჩვენებას აღარ მიენიჭება, ერთ-ერთ საუკეთესო გადაწყვეტილებად აფასებენ ადვოკატები.

პროკურატურაში ცვლილებები ჯერჯერობით არ შეუფასებიათ. თუმცა, საკონსტიტუციო ცვლილება ბრალდების მხარეს შრომას გაუორმაგებს, რადგან ბრალდებას უტყუარი მტკიცებულებებით მოუწევს მოსამართლის დარწმუნება, რომ პირი დამნაშავედ იყოს ცნობილი, ან ბრალდების წაყენებისას პასუხისგებაში მიეცეს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: