ირაკლი ფირცხალავა დააკავეს

ირაკლი ფირცხალავა დააკავეს

გავრცელებული ინფორმაციით, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა დააკავეს. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები არიან ლევან ბეროძე და კახა ნაკანი. 

არსებული ინფორმაციით, ისინი პროკურატურამ დააკავა და საქმე ე.წ. კორტების სპეცოპერაციის  დროს ზურაბ  ვაზაგაშვილის მკვლელობას  ეხება

პროკურატურაში ჯერ კომენტარი არ გაკეთებულა. 

ირაკლი ფირცხალავა, რომელიც კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილე იყო, 2006 წლის 2 მაისს კორტებთან ჩატარებულ სპეცოპერაციის დაგეგმვაში მონაწილეობდა. ზურაბ ვაზაგაშვილის ოჯახის მტკიცებით, მანქანაში მყოფი ახალგაზრდების მისამართით ცეცხლის გახსნის ბრძანება სწორედ ფირცხალავამ გასცა. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: