ირაკლი ღარიბაშვილი: ოლიმპიადის სამზადისის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები მარტიდან საგანგებო რეჟიმში გაგრძელდება

ირაკლი ღარიბაშვილი: ოლიმპიადის სამზადისის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები მარტიდან საგანგებო რეჟიმში გაგრძელდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა მობილიზებულია, ოლიმპიადის სამზადისის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები მარტიდან საგანგებო რეჟიმში გაგრძელდება, მაისის ბოლოს კი ყველა ობიექტი დასრულებული იქნება.

"ჩვენ წელს გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება - ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი და მთელი მთავრობა მობილიზებულია იმისთვის, რომ ის ღირსეულად ჩავატაროთ. შენდება მნიშვნელოვანი ობიექტები, რომელსაც შემდეგ ჩვენი ახალგაზრდები გამოიყენებენ. დიღომში იქმნება პრაქტიკულად ახალი უბანი, რომელსაც პირობითად დავარქვით "ახალი თბილისი". სამუშაოები მარტიდან საგანგებო რეჟიმში გაგრძელდება, იმისთვის, რომ მაისის ბოლოს ყველა ობიექტი იყოს დასრულებული", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: