გიორგი ცააძე: "რა განზრახ მკვლელობაზეა ლაპარაკი, ეს ჩვეულებრივი სპეცოპერაცია იყო"

გიორგი ცააძე: "რა განზრახ მკვლელობაზეა ლაპარაკი, ეს  ჩვეულებრივი სპეცოპერაცია იყო"

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ზურა ვაზაგაშვილსა და ალექსანდრე ხუბულოვს საკონტროლო ტყვია გიორგი ცააძემ ესროლა, თავად ცააძე უარყოფს.

"რა განზრახ მკვლელობაზეა ლაპარაკი, ეს იყო ჩვეულებრივი სპეცოპერაცია. დამნაშავეებმა გვესროლეს და ვესროლეთ. აგერ მოვედი ჩემი ნებით და გავცემ პასუხს," - განაცხადა გიორგი ცააძემ პროკურატურაში შესვლამდე.

მისი ადვოკატი კი აცხადებს, რომ ცააძე განჩინებაში არსებულ დეტალებს უარყოფს.

"ვერ დავეთანხმები პროკურატურას, ცააძე განჩინებაში არსებულ დეტალებს უარყოფს," - განაცხადა გიორგი ცააძის ადვოკატმა ინგა სეხნიშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: